სხვა

19:45 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძის ოქროს მედალი მადრიდის მსოფლიოს თასზე

სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასზე, FIE-ეგიდით არსებულ ერთერთ ყველაზე ტრადიციულ შეჯიბრში Villa de madrid, რომელიც წელს საიუბილეო გახლდათ და მეორმოცედ ჩატარდა, მესამე მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ კარიერაში მსოფლიო თასის პირველი მედალი, სწორედ ესპანეთის დედაქალაქში ზუსტად შვიდი წლის წინ დაისაკუთრა, გასული წლის 6 მაისს მან ბრინჯაოს მედალი აიღო, წელს კი კოლექცია სრულად შეავსო და ოქროს მედალს დაეუფლა!

გარდა ამისა, ხვალ ბათუმსა და მადრიდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

ბათუმში, T32-ში 10:00-ზე, საქართველოს ნაკრების (ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა, ევა აჰამიანი, ანასტასია ცანავა) პირველი მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრებია.

მადრიდში კი პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე ) 11:00-ზე ჰონ კონგს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126841