„ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის „იუვენტუსში“ გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია. ამის შესახებ სხვადასხვა იტალიური გამოცემა იტყობინება.
როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, მხოლოდ ხელის ჩამორთმევაღა რჩება, დანარჩენი ყველა დეტალი შეთანხმებულია. ნიკოლო სკირა წერს, რომ ჯუნტოლი „იუვეში“ თავის მარჯვენა ხელ, ჯუზეპე პომპილიოსთან ერთად გადაბარგდება და ტურინულ გრანდთან კონტრაქტს ისინი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ლუჩანო სპალეტისა და აურელიო დე ლაურენტისის მნიშვნელოვან შეხვედრას ჯუნტოლი არ ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა გუნდის და სპალეტის მომავალს ეხებოდა. ჯუნტოლის „აძურისთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ის სავარაუდოდ გაწყდება, რადგან დე ლაურენტისი მას წასვლაში ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ 2015 წლიდან მუშაობს და იტალიურ გუნდში ერთი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელია სწორედ მან გადაიბირა.