ფეხბურთი

16:49 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოზანო: "გატუზოს პერიოდში სასოწარკვეთილი ვიყავი და ხშირად ვტიროდი"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ირვინგ ლოზანომ განაცხადა, რომ ჯენარო გატუზოს პერიოდში ხშირად ტიროდა, რადგან მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა და ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა.

„როდესაც „ნაპოლიში“ გადავედი, ეს ანჩელოტის სურვილით მოხდა, მაგრამ შემდეგ გატუზოსთან ძალიან გამიჭირდა, რადგან მას მხედველობაში არ ვყავდი. ჩემთვის რთული მომენტი იყო, არ ვთამაშობდი და მწვრთნელის გეგმებში არ შევდიოდი. სასოწარკვეთილი ვიყავი და ვტიროდი კიდეც ამ სიტუაციის გამო, მაგრამ ბევრს ვმუშაობდი. მადლობა ღმერთს, რომ მომდევნო სეზონი ჩემთვის განსხვავებული იყო.

ცოტა გოლი და საგოლე პასი ამ სეზონში? ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ვიმუშავე, შევიცვალე თამაშის სტილი და გუნდს სხვანაირად დავეხმარე, რადგან მწვრთნელი ჩემგან ამას ითხოვდა. ყველა ნეაპოლელი გიჟია, უნდათ ფოტოს გადაღება, მოსალმება, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

მინდა „ნაპოლიში“ დიდხანს დავრჩე, ამ კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი გვერდის ნაწილი ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ გააკონტროლებ, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ არ ვიცი, მომავალში რა იქნება“, - თქვა ლოზანომ.

0.113362