„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მონცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის დარჩენილ მატჩებს მისმა გუნდმა პატივი უნდა სცეს და ისე ითამაშოს, როგორც აქამდე თამაშობდა.
„ნეაპოლის რესტორნებში შეხვედრების გამართვა ადვილი არ არის, ყოველთვის მშვენიერი ნივთებით სავსე პირი გაქვს (იცინის - რედ), მაგრამ ყველაფერი ნათელია, კლუბმა დეტალები სწორად გაამჟღავნა. ამ შეკითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხები ერთი და იგივე იქნება. კლუბი ილაპარაკებს, როცა მოინდომებს და ეს სწორია. მე მხოლოდ მუშაობის გაგრძელება და საქმის საუკეთესოდ დასრულებაზე უნდა ვიფიქრო.
სარის „ნაპოლის“ 91 ქულის გაუმჯობესება მოტივაციაა? დიახ, უნდა ვითამაშოთ დარჩენილი მატჩები და პატივი ვცეთ გულშემატკივრებსაც. ზეიმი სწორია, მაგრამ კარგი ფეხბურთიც უნდა ვითამაშოთ. ჩვენი მორალური და პროფესიული ვალდებულებაა ოთხივე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება. ერთი სიტყვით როგორ დავახასიათებ იმ ფეხბურთს, რომელიც ამ სეზონში ვითამაშეთ? ეს იყო მარადიული ფეხბურთი!
შემადგენლობა? საჭიროა საქმის სწორად კეთება, დრო უნდა მივცეთ ისეთ ფეხბურთელებსაც, ვისაც აქამდე ბევრი არ უთამაშია. „ინტერთან“ ცოტა განსხვავებულად იქნება, მაგრამ ხვალ ვინ გინდათ რომ ითამაშოს (იღიმის - რედ)? გეტყვით, რომ ბერეჟინსკი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
კლუბმა დიდი სამუშაო გააკეთა რეორგანიზაციისთვის. გუნდს ექნება ბრწყინვალე მომავალი, გადაიდგა სწორი ნაბიჯები, მომეცა საშუალება გარკვეული გზით მემუშავა, მომიყვანეს ახალგაზრდა და გუნდის განკარგულებაში მყოფი ხარისხიანი ფეხბურთელები და მომავალი ნათელი იქნება. შეგვიძლია გამარჯვებების ციკლის გახსნა. დე ლაურენტისთან მშვენიერი შეხვედრა იყო, პრეზიდენტმა ყოველთვის იცის შესანიშნავი ღვინის შერჩევა და კმაყოფილი ვარ. რაზე ვისაუბრეთ? როგორც უკვე გითხარით, კლუბზე ადრე მე ვერ ვისაუბრებ, ეს სწორი იქნება. შეხვედრაზე ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა და კმაყოფილი ვარ.
მადლობელი ვარ გულშემატკივრების, ნეაპოლელმა ხალხმა დიდი სიყვარული დამანახა და გუნდს ძალიან დაეხმარნენ. ეს სიყვარული მინაზღაურებს „ნაპოლის“ სიყვარულით გატარებულ მრავალ უძილო ღამეს, ყველაფერი გავიღე და მეც ბედნიერი ვარ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „მონცასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.