კალათბურთი

12:45 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამიმ" "ნიუ იორკს" აჯობა და კონფერენციის ფინალშია

„მაიამი“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქეს ელოდება. „ჰიტმა“ საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკს“ დაძაბულ ბრძოლაში 96:92 აჯობა, რის შედეგადაც სერია 4:2 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ „მაიამი“ პლეი-ოფში ფავორიტი სულაც არ იყო, რეგულარული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, მაგრამ შესანიშნავად ათამაშდა და ახლა უკვე კონფერენციის ფინალშია.

„ნიუ იორკს“, რომელიც 23 წელია ფინალში გასვლას ვერ ახერხებს, ჯეილენ ბრენსონმა ულიდერა, რომელსაც ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და 41 ქულა ჩააგდო, მაგრამ მისი გარჯა „ნიქსისთვის“ საკმარისი არ გამოდგა. სამაგიეროდ, „მაიამი“ უფრო გუნდური იყო, რამაც შედეგი მოიტანა. ჯიმი ბატლერმა 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბემ ადებაიომ 23 ქულას 9 მოხსნა დაამატა.

ამრიგად, „მაიამი ჰიტმა“ სერიაში 4:2 იმარჯვა და წინ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალია, სადაც „ბოსტონს“ ან „ფილადელფიას“ შეხვდება, რომელთა სერიაში ანგარიში თანაბარია (3:3).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115528