ფეხბურთი

10:26 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ნაპოლის" ლამაზი მომავალი აქვს, კლუბმა ერთი სწორი ნაბიჯი უკვე გადადგა"

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა, რომელთანაც თავისი მომავალი განიხილა.

შეხვედრიდან გამოსულმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მხოლოდ ის თქვა, რომ „ნაპოლის“ კარგი მომავალი აქვს:

„ნაპოლის“ ლამაზი მომავალი აქვს. კლუბმა ერთი სწორი ნაბიჯი გადადგა, თითქმის მეორეც“, - აღნიშნა ლუჩანომ, რომელმაც შეკითხვა, იქნება თუ არა, მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში“, უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109824