ფეხბურთი

0:34 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიდან" ოსიმენი თუ წავა, ის შეიძლება ჩაკვეტაძის ყოფილმა თანაგუნდელმა შეცვალოს

„ნაპოლის“ ფრანგული „ლილის“ და კანადის ნაკრების თავდამსხმელი ჯონათან დავიდი დაუკავშირეს.

იტალიური მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ნეაპოლელები ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ, 23 წლის კანადელის შეძენას ეცდებიან. აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ დიდი ინტერესის გამო არსებობს შანსი, რომ ნიგერიელმა ზაფხულში გუნდი დატოვოს.

მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი კი დავიდია, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21 გოლი აქვს გატანილი. ის თავის დროზე „გენტში“ თამაშობდა, სადაც მისი თანაგუნდელები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იყვნენ. სხვათა შორის, 2020 წელს ნეაპოლელებმა ოსიმენიც „ლილიდან“ დაიმატეს, ხოლო იმავე წელს „ლილმა“ ნიგერიელი დავიდით შეცვალა.

გარდა ამისა, დღესვე დაიწერა კიდევ ერთი ვარიანტის შესახებ - კრისტოფერ ნკუნკუ „ლაიფციგიდან“, თუმცა ფავორიტი მაინც კანადელი ფეხბურთელია, რომელსაც „ნაპოლის“ გარდა, სხვა ბევრი მსურველიც ჰყავს.

0.121701