სხვა

21:00 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალახვერდოვი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია, ორმა მოკრივემ ბრინჯაო მოიპოვა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში კრივში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ფინალში სახილ ალახვერდოვი გავიდა.

ქართველ მოკრივეს დღეს ნახევარფინალური ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მისი მეტოქე კუბელი, ალეხანდრო კლარო ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა და გამარჯვებაც სახილს ერგო. ალახვერდოვი ფინალში 14 მაისს, ყაზახ სანჟარ ტაშკენბაის შეხვდება. აღსანიშნავია, რომ სახილ ალახვერდოვს 2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

გარდა ამისა, ნახევარფინალში წააგეს თავიანთი ბრძოლები ლაშა გურულმა და გიორგი ყუშიტაშვილმა. ისინი ფინალში ვერ გავიდნენ, მაგრამ ნახევარფინალში წაგება კრივში ავტომატურად ბრინჯაოს მედალს უდრის, შესაბამისად, ამ სინჯის მედალი ორივე ქართველმა მოიპოვა.

გურული ნახევარფინალში ყაზახ დულატ ბეკბაუოვთან, ხოლო ყუშიტაშვილი აზერბაიჯანელ ალფონსო დომინგესთან დამარცხდა.

0.115185