ფეხბურთი

19:25 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად ლეაუ დასახელდა, ამჯერად კვარა ნომინანტებშიც არ იყო

სერია A-ში აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად რაფაელ ლეაუ დასახელდა. „მილანის“ შემტევმა ლაუტარო მარტინესს (ინტერი), ლორენცო პელეგრინის (რომა), სიმონე ვერდისა (ვერონა) და მატია ძაკანის (ლაციო) აჯობა.

როგორც ხედავთ, ამჯერად ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტებშიც არ ყოფილა, რაც ლოგიკურია, რადგან აპრილში კვარამ ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა.

ისე კი, მიმდინარე სეზონში ხვიჩა სამჯერ გახდა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი (აგვისტო, თებერვალი, მარტი) და ერთადერთია, ვისაც ეს ჯილდო სამჯერ აქვს მოგებული. თავის მხრივ, ლეაუმ ეს პრიზი მეორედ მოიგო.

0.117052