თამაშგარე

18:59 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" საჩემპიონო ზეიმზე გაშიშვლებული გოგონა: "თავს გაუპატიურებულად ვგრძნობ"

„ნაპოლის“ ჩემპიონობის შემდეგ ნეაპოლში დიდი ზეიმი გაიმართა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ქუჩაში გაიხადეს.

მათ შორისაა „ნაპოლის“ 22 წლის გულშემატკივარი ემი ბუონო, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე გაშიშვლდა. თუმცა, ახლა ამ საქციელს ნანობს და სოციალურ ქსელში მომხდარზე ისაუბრა. თქვა, რომ ბევრი კრიტიკა მიიღო და ბევრს მისი გაუპატიურებაც უნდოდა.

„ამ დღეებში ძალიან მოწყენილი ვიყავი იმ კრიტიკის გამო, რაც მივიღე. თავს გაუპატიურებულად ვგრძნობდი. მართალია გავშიშვლდი, მაგრამ არ მინდოდა ჩემი სხეულისთვის ხალხისთვის მიცემა. ისინი გადაჭარბებულად მოიქცნენ, ჩემს სხეულს კოცნიდნენ, საჯდომზე მეხებოდნენ! ქალი, რომელიც შიშვლდება, ამით მამაკაცს გასაუპატიურებლად საშვს არ აძლევს“, - თქვა 22 წლის გოგონამ სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118446