საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩი „დინამო ბათუმსა“ და „გაგრას“ შორის გულშემატკივართა გარეშე ჩატარდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის მიერ კლუბის დასანქცირების მიზეზი მე-12 ტურში გორის „დილასთან“ გამართულ შეხვედრაში მოედანზე გულშემატკივრის შევარდნა გახდა, რამაც მატჩის შეჩერება გამოიწვია.
სასჯელი ბათუმის სტადიონის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს 7 000 ლარის ოდენობით.