უეფა ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქი (სტამბოლი) შესაძლოა შეცვლილიყო.
ბრიტანელებმა დაწერეს, რომ თურქეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო უეფა სტამბოლის ნაცვლად ფინალის ლისაბონში ჩატარებაზე მუშაობდა, მაგრამ უეფამ ეს ცნობა კატეგორიულად უარყო.
„არაზუსტი და უსაფუძვლო ინფორმაციების შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით პოზიციის დაზუსტება სურს: ფინალი 10 ივნისს სტამბოლში გაიმართება“, - აღნიშნავს უეფა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2020 და 2021 წლებში იყო დაგეგმილი, მაგრამ ორივე შემთხვევაში კორონავირუსის გამო თურქეთში ფინალი არ ჩატარდა. ამჯერად, სტამბოლი 2005 წლის შემდეგ ფინალს ისევ უმასპინძლებს.