იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ჩემპიონი „ნაპოლი“ „მონცას“ ესტუმრება და რა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის ამ შეხვედრას ფორმალური მნიშვნელობა აქვს.
Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე იქნება და თუ ეს ვარაუდი გამართლდა, ქართველი ზედიზედ მეორედ დაიწყებს მატჩს თადარიგიდან. ცხადია, მას სპალეტი ისევ სასტარტოს წევრად განიხილავს, მაგრამ ვინაიდან მატჩებს ახლა „ნაპოლისთვის“ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა სხვებსაც მისცეს.
აღსანიშნავია, რომ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ სპალეტიმ ეს ღიად თქვა და აღნიშნა, რომ სურს სეზონის დარჩენილ შეხვედრებში დრო იმ ფეხბურთელებსაც დაუთმოს, რომელთაც მანამდე დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდათ.
მოსალოდნელია, რომ კვარას ჯაკომო რასპადორი ან ალესიო ძერბინი შეცვლის. მოგეხსენებათ, პირველ წრეში „ნაპოლიმ“ „მონცა“ 4:0 დაამარცხა, ეს იყო მეორე ტურის მატჩი და კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. თანაც, მისთვის „სტადიო მარადონაზე“ პირველი თამაში გახლდათ. „მონცა“ – „ნაპოლის“ შეხვედრა 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც შეეხება MVP- ალბათ ოსიმენს მიცემენ
ნაკრებშიც ვჭირდება ეს კაცი
დაისვენოს ჯობია, თან სანაკრებო თამაშებიც მოდის
Სპალეტმა მე ვარ დღეს ძირითადშიო
100000000%
კვარას გარეშე ვერ მოიგებენ, მაინც შემოიყვანს .
ორი ქართველი მოკრივე მსოფლიოს ფინალშია და. . . მოხიხანთ ჭურნალისტური სტანდარტი იოფტ აშუ მათ ა
იმიტო, რო ნაპოლის უნდა MVP ოსიმენი გახდეს და უფრო ძვირად გაიყიდოს! ნელ-ნელა აღარ მომდის ეს გუნდი. იმდენს იზამენ, რო მომავალი სეზონიდან შემძულდება.
Ოსიმენმა აჯობა ამ სეზონში კვარას და დამსახურებულად გახდება საუკეთესო. Კვარას პირველი სეზონი ქონდა. Მომავალში ის გაახდება საუკეთესო
კვარა ნაპოლის თამაშებსბევრად მიმზიდველს დასაინტერესოდ ხდის, თამაშების ბედი ბევრჯერ გადაუწყვეტია.მაყურებელს იზიდავს და თამაშით დიდ სისმოვნებას ანიჭებს, კვარა მუდამ ძირითადში! კვარა ჯიმა მაგარია.