ძიუდო

16:25 | 12.05.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის და საამისოდ ერთი მოგება სჭირდება.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუიაგი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი იოლად დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან იპონით წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კანადელ კაილ რეიესს გაეჯიბრა, რომლის წინააღმდეგ ვაზარით იმარჯვა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, რომლისთვისაზ აზერბაიჯანელ ზელიმ კოციევს შეხვდება.

ამავე წონაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა რუმინეთის სახელით მოასპარეზე ეშლი გონსალესთან მოიგო, მაგრამ შემდეგ ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამატებით დროში წააგო და შესაბამისად, რეპეშაჟს მიღმა და უმედლოდაც დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქრო, ლაშა ბექაურმა ვერცხლი, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 05.11.2020
qomagi (1575)

სეზონში ყველა თამაშს და ყველა ტურნირზე უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ და ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან 1-2 ჩავარდნა იქნება. წარმატებები გიოს, ძალიან მაგარი სპორტსმენი და პიროვნებაა!

08:11 | 05.11.2020
dinamo222 (8587)

გაყიდული თამაში იყო @

0.080943