„ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტის მომავალი ჯერ გაურკვეველია, მაგრამ La Repubblica იტყობინება, რომ იტალიელი სპეციალისტი კლუბში დარჩენასა და კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა.
მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დიდი შანსია კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდეს, თანაც ლუჩანოს ხელფასი გაიზარდოს, მაგრამ ფინანსური დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა.