კალათბურთი

11:26 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იოკიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა - "დენვერ ნაგეთსი" კონფერენციის ფინალში გავიდა (+VIDEO)

NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. „დენვერ ნაგეტსმა“ „ფინიქს სანსი“ სერიის მე-6 შეხვედრაში 25 ქულიანი სხვაობით - 125:100 დაამარცხა და ახლა მეტოქის მოლოდინშია.

“ნაგეტსი” პირველად ითამაშებს კონფერენციის ფინალში მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს “ლეიკერსთან” 5 მატჩში 1:4 დამარცხდა. NBA-ის ფინალში კი მათ არასოდეს მიუღწევიათ.

„დენვერელებმა“ სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, როდესაც შესვენებაზე 81:51 ანგარიშით გავიდნენ, რამაც „სანსის“ გულშემატკივრების პროტესტიც გამოიწვია და ისინი ტრიბუნებს ტოვებდნენ.

მეორე ნახევარში მონტიო უილიამსის გუნდმა გაიბრძოლა და ორივე პერიოდი მოიგო, თუმცა მხოლოდ 5 ქულის გაქვითვა შეძლო და ცხადია ამით თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც მოედანი სამმაგი დუბლით დატოვა. სერბმა კალათბურთელმა 37:34 წუთში 32 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან 18-დან 13 სროლა ზუსტად გამოიყენა, რომელთაგანაც 6-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო თუმცა 100%-იანი შედეგი ჰქონდა ორქულიანებში - 12-დან 12! მან საჯარიმოებიც ამ პროცენტული მაჩვენებლით გამოიყენა 6-დან 6! გარდა ამისა, იოკიჩმა 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაც გაახერხა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, +28 ჰქონდა.

26 ქულით დაეხმარა საკუთარ გუნდს ჯამალ მოურეი, კენტავიუს კალდველ-პოპმა კი 21 ქულა ჩააგდო.

დამარცხებულთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი კამერუნ პეინი იყო. ამერიკელმა მცველმა 31 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი გაახერხა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. კევინ დურანტმა მიმდინარე სეზონი 23 ქულით, 5 მოხსნით და ამდენივე შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მან 19-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო გამოიყენა.

„სანსი“ ტრავმირებული დეანდრე აიტონისა და კრის პოლის გარეშე თამაშობდა. ეიტონი დაზიანება წინა შეხვედრაში მიიღო, ხოლო პოლი უკვე 3 თამაშია გუნდს ვერ ეხმარება.

„ფინიქსი“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში სახლში ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში ეთიშება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოახე4რხეს გუნდში 13-გზის ყველა ვარსკვლავისა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კალათბურთელის - კევინ დურანტის დამატება.

„სანსის“ მცველი დევინ ბუკერი კი ბრწყინვალე იყო პოსტსეზონის უმეტეს ნაწილში, მე-6 თამაშამდე ის საშუალოდ 36 ქულას აგროვებდა. მაგრამ დღეს მხოლოდ 12 ქულა გაახერხა.

„დენვერ ნაგეტსმა“ სერია 4:2 მოიგო და ახლა მეტოქეს ელოდება, რომელიც „ლოს ანჯელეს ლეიკერსა“ და „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ შორის გაირკვევა. ამ გუნდების მე-6 შეხვედრა 13 მაისს გაიმართება.

0.114004