სხვა

0:32 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მეექვსე ეტაპი მადს პედერსენმა მოიგო

დრამატული გამოდგა ჯირო დ’იტალიას მეექვსე ეტაპი, რომლის გამარჯვებულიც, ასევე სპრინტმა გამოავლინა. პელოტონმა ფინიშამდე 300 მეტრით ადრე შეძლო დაწინაურებული წყვილის - ავსტრალიელი საიმონ კლარკეს და იტალიელი ალესანდრო დე მარკის დაწევა, რომლებმაც ძრითადი ჯგუფი მაშინ ჩამოიტოვეს, როდესაც ფინიშამდე 25 კილომეტრი რჩებოდა.

ამ ორის უპირატესობამ ერთ მომენტში ორ წუთს მიაღწია, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პელოტონმა დროულად შეძლო დაწევა. გადაღლილმა კლარკემ და დე მარკიმ ვერ შეძლეს უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება. სპრინტში კი ყველაზე სწრაფი დანიელი მადს პედერსენი აღმოჩნდა.

„ძალიან მიხარია. აქ ამისთვის ჩამოვედი და სასიამოვნოა, რომ გამარჯვება შევძელი. გუნდსთვის საკმაოდ რთული დღე იყო და კარგია, რომ გარჯა ამ გამარჯვებით დავუფასე“, - განაცხადა პედერსენმა.

ექვსი ეტაპის შემდეგ, ლიდერი ისევ ნორვეგიელი ანდრეას ლეკნესუნდია, ვინც წინა ლიდერსა და უახლოეს მდევარს, ბელგიელ რემკო ევენეპოელს ისევ 28 წამს უგებს.

0.226202