ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ძალიან რთული პერიოდი აქვს.
როგორც მან თქვა, აქვს იდაყვის ტრავმაც, რის გამოც ტკივილ გამაყუჩებლებით თამაში უწევს.
დიდი ხანი გავიდა, ამიტომ მსურს მცირე სიახლე მივაწოდო ჩემს გულშემატკივრებს და მათ, ვინც ჩემზე ღელავს.. ჩემს ცხოვრებაში ბოლო 3-4 წელიწადია ძალიან რთული პერიოდი, როგორც პირად, ასევე პროფესიულ კარიერაში.
ბოლო 3 წელია ვიბრძვი იდაყვის ტრავმასთან. შევძელი თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში, ყოველ კვირას ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და დღითიდღე მიწევს ახალი გამოსავლის პოვნა. ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რომელიც ენერგიას მკარგავდა, თავდაჯერებულობას და მთელ სიამოვნებას, რასაც ჩოგბურთის თამაში ვიღებდი. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა გამოსავალს ვიპოვი. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში.