ფეხბურთი

18:41 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "იუვენტუსმა" დი მარია არ უნდა შეინარჩუნოს, უმჯობესია კვარაცხელია იყიდოს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ბრამბატიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია არ უნდა შეინარჩუნოს და უმჯობესია, ხვიჩა კვარაცხელია დაიმატოს.

„დი მარიას მე არ შევინარჩუნებდი. ეკონომიკური საკითხი ტექნიკურთან შერწყმული უნდა იყოს. სეზონის განმავლობაში რამდენი ხანი არ იყო ტრავმირებული დი მარია? სამი თვე მაინც გამოტოვა და ასეთი ფეხბურთელის ხელფასი 7 მილიონია. უმჯობესია კვარაცხელია იყიდო. ჯუნტოლიმ აჩვენა, რომ კარგი იყო, სხვებმა ეს ვერ გააკეთეს“, - თქვა ბრამბატიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო დი მარიას, რომელიც „იუვემ“ შარშან უფასოდ დაიმატა, ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.

0.121622