ფეხბურთი

18:02 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

Calciocremonese: "იუვენტუსთან" ლოჩოშვილის საუკეთესო ვერსია გვჭირდება"

კრემონული გამოცემა Calciocremonese „იუვენტუსთან“ მატჩის წინ ყურადღებას ლუკა ლოჩოშვილისა და იოჰან ვასკესის დუეტზე ამახვილებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, ორივე ცაცია ფეხბურთელია და ისინი დავიდე ბალარდინის ხელში „კრემონეზეს“ დაცვის დასაყრდენები გახდნენ. ამიტომ, „იუვესთან“ საგარეო მატჩში მათი მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა ფუნდამენტური იქნება.

„ადრე გიამბეთ, როგორ შეძლო დავიდე ბალარდინიმ რამდენიმე ფეხბურთელის რეგენერაცია, რომლებსაც სეზონის რთული პირველი ნაწილი ჰქონდათ. რავენელი მწვრთნელის დამსახურება იმაშიცაა, რომ კრემონელთა დაცვამ სიმყარე შეიძინა, მას შემდეგ, რაც ის იოჰან ვასკესს და ლუკა ლოჩოშვილს დაეყრდნო, მთლიანად ცაცია წყვილს.

ისინი გახდნენ „კრემონეზეს“ ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრები. თუ ქართველი მასიმილიანო ალვინის დროსაც თამაშობდა ძირითადში, მექსიკელი ბალარდინის გამოგონებაა, რადგან მის ხელში 14 მატჩი ითამაშა, ორჯერ მეტი, ვიდრე ალვინის პერიოდში. ორივემ მოახერხა სერია A-ში გოლის გატანა, ხოლო ლოჩოშვილმა საგოლე პასიც მიითალა. ახლა მათ „იუვენტუსთან“ რთული გამოწვევა ელით და „ალიანც სთედიუმიდან“ დადებითი შედეგით დასაბრუნებლად ცაცია დუეტის საუკეთესო ვერსია იქნება საჭირო“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-სა და იტალიის თასზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. „იუვენტუსისა“ და „კრემონეზეს“ მატჩი 14 მაისს გაიმართება.

0.114845