ფეხბურთი

14:53 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი: „ბუსკეტსი საუკეთესო ნახევარმცველია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა, ამჟამად კი „ვულვერჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, „ბარსელონას“ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსზე ისაუბრა, რომელიც კატალონიურ კლუბს 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს დატოვებს.

„ბუსკეტსი უნიკალური მოთამაშეა. მოედანზე საფეხბურთო ინტელექტის მხრივ, ბადალი ცოტა თუ მოეძებნება. ჩემთვის სერხიო საუკეთესო ნახევარმცველია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში.“ - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს Barca Buzz ტვიტერზე.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუსკეტსი, ლიონელ მესის კვალად, საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადავა. სერხიოს ასევე აქვს ვარიანტები ამერიკის MLS ლიგაში.

ბუსკეტსი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის 2008 წლიდან თამაშობს კლუბში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11076