ფეხბურთი

14:18 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ეს არ მოხდება". კანი მიულერის „ბაიერნიდან" შესაძლო წასვლის შესახებ

მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივერ კანმა, განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გამორიცხავს თომას მიულერის ტრანსფერს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

„რას ვიზამ თუ სეზონის შემდეგ თომას მიულერი მოვა ჩემთან და მეტყვის, რომ მიდის? ეს არ მოხდება. თომას ფორმაშია, სერიოზული ტრავმა არასდროს მიუღია, ძლიერი ხასიათი აქვს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, თომასი ჩვენთვის კიდევ ბევრ კარგ მატჩს ჩაატარებს.“ - ციტირებს კანის სიტყვებს Sport Bild.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიულერი უკმაყოფილოა თავისი სათამაშო დროით, მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით და მზადაა მომავალ ზაფხულს „ბაიერნიდან“ წასვლის ვარიანტი განიხილოს.

0.117777