ფეხბურთი

12:38 | 11.05.2023 | ნანახია NaN - ჯერ

მადრიდის „რეალი“ კიმიხის კროოსისა და მოდრიჩის შემცვლელად მოიაზრებს

მადრიდის „რეალი" მიუნხენის „ბაიერნის" ნახევარმცველ იოზუა კიმიხის შეძენას აპირებს, ოღონდ არა მომავალ ზაფხულს - გვამცნობს TZ.

„რეალის“ ხელმძღვანელობა კიმიხს ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის შემცვლელად მოიაზრებს, რომლებსაც „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტების ვადა 2024 წელს ეწურებათ.

კიმიხს კონტრაქტი ბაიერნთან 2025 წლამდე აკავშირებს. თავად ფეხბურთელი „ბაიერნის“ დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მისი რომელიმე ახალი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგების მუდმივი პრეტენდენტი იქნება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:02 | 24.07.2019
alfadhirhaiti (7530)

ოფიციალურ მატჩზე მაინც ჩართე თუ ჩართვაა, სად აქვთ ჭკუა ამ ჰაკერებს.

12:54 | 24.07.2019
mindiainterista (25)

ჩემ ბავშვობაში ტვ ქუთაისი იყო ერთი არხი და მანდ სულ ეგეთი რაღაცეები ხდებოდა ფეხბურთის დროს

22:20 | 24.07.2019
saamtrediel (960)

ჰა ჰა, ეგ ძაან პოპულარული არხი იყო თინეიჯერებში. სამტრედიაშიც აჩვენებდა, ოღონდ სუფთად არა. DDDDD

0.060123