ფეხბურთი

10:45 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: „ინტერი“ მეორე ტაიმში მოდუნდა, მაგრამ „მილანმა“ ამით ვერ ისარგებლა“

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, „მილანი“ – „ინტერის“ (0:2) ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა.

„მწვრთნელი ვერ პოულობს კონტრზომებს და ეს არ არის პირველი დერბი, რომელსაც ისინი ასე თამაშობენ. „ინტერის“ ნახევარმცველები ყოველთვის თავისუფალნი იყვნენ და მეტი პრობლემა შეუქმნეს მოწინააღმდეგეს.

რას ვიტყოდი, „მილანის“ მწვრთნელი რომ ვიყო? ყველას ვთხოვდი დაშვებულ შეცდომებზე ეფიქრათ. „ინტერი“ მეორე ტაიმში მოდუნდა, მაგრამ „მილანმა“ ამით ვერ ისარგებლა. წინ კიდევ ერთი მატჩია, მაგრამ...“ - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Corriere dello Sport.

„ინტერ“ – „მილანს“ საპასუხო მატჩი 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.110624