ავტოსპორტი

2:04 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

2021 წლის ტიტულის მოპოვების აღნიშვნისას, „რედ ბულის“ სრული შემადგენლობა კოვიდით დაავადდა

„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ მაქს ფერსტაპენის მიერ, 2021 წლის ტიტულის მოპოვების აღსანიშნად მოწყობილი წვეულების შემდეგ, მთელი გუნდი კოვიდ-ით დაავადდა.

„აშკარაა, რომ ამ სეზონს საკამათო დასასრული ჰქონდა, მაგრამ გუნდს ცუდი არაფერი გაუკეთებია. შვიდი გრძელი სეზონის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება, უზარმაზარი მიღწევაა. და არ მინდა, ის ატეხილი ხმაურის გამო გაუფასურდეს. ეს იყო არა ერთ რბოლაში მოპოვებული გამარჯვება, არამედ ცხრათვიანი დაუღალავი შრომის შედეგი“.

„ამიტომ, ჩვენ ის სათანადოდ აღვნიშნეთ. ყველა იმსახურებდა ზეიმს. იმავე ღამით ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ. პანდემიის გამო, ეს მთელი სეზონი არ შეგვეძლო. მაგრამ ბოლოს ყველა ერთად ვიყავით, დავლიეთ, ვიზეიმეთ და რა თქმა უნდა, ამის მერე, ყველას ეს სისხლიანი კოვიდ-19 შეეყარა. მოკლედ, შობის დღესასწაული სრულად ჩამოიწერა“, - ამბობს ჰორნერი.

0.108921