ფეხბურთი

23:50 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში ერთად ზედიზედ მესამედ მოხვდნენ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მოხვდნენ.

ქართველი ფეხბურთელები ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ ზურიკოც და გიორგიც, ტურის სიმბოლურში ზედიზედ მესამედ მოხვდნენ!

გასულ ტურში მიქაუტაძემ „ნიორთან“ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა (3:1), ხოლო დავითაშვილმა „ბორდოს“ „კაენთან“ მოაგებინა (1:0).

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 26 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ 33 თამაშში 22 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.

"ბორდო" და "მეცი" ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვიან და უშუალო კონკურენტები არიან. სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ჟირონდელები მეტოქეს 3 ქულით უსწრებენ.

0.113923