რაგბი

12:39 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-ის ფინალს 2016 წელს შესაძლოა “ნოუ კამპმა” უმასპინძლოს

საფრანგეთის მორაგბეთა ნაციონალური ლიგა (LNR) მოლაპარაკებას აწარმოებს საფეხბურთო კლუბ “ბარსელონასთან”, რათა 2016 წლის ქვეყნის ჩემპიონატის (Top 14) ფინალური მატჩი “ნოუ კამპზე” გაიმართოს.

Midi Olimpique-ს ცნობით, “ელიტა 1”-ის უძლიერესი გუნდების გადამწყვეტი მატჩის ჩატარების ადგილად ბარსელონას ოლიმპიური სტადიონი განიხილებოდა, მაგრამ ეს არენა მხოლოდ 55 ათას მაყურებელს იტევს, მაშინ, როდესაც “ნოუ კამპი” 98 ათას გულშემატკივარს იტევს და ამიტომ, პირველ ვარიანტზე უარი ითქვა. “ნოუ კამპის” მფლობელებთან მოლაპარაკება აგერ უკვე ნახევარი წელიწადია მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაში იმყოფება.

Top 14-ის ფინალური მატჩის ესპანეთში ჩატარება იმის გამო გადაწყდა, რომ 2016 წლის ამავე პერიოდში საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი იმართება ფეხბურთში და ქვეყნის დიდი სტადიონები მორაგბეებისთვის მიუწვდომელი იქნება.

0.135114