ფეხბურთი

22:33 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ნაპოლის" კვარაცხელიას და ოსიმენის შენარჩუნება გაუჭირდება"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

„კიდევ ერთხელ წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა არის ისეთი ადამიანების შენარჩუნება, როგორებიც კვარაცხელია და ოსიმენი არიან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება. თუმცა, ჩნდება კითხვა, რადგან გამოჩნდებიან ევროპული გუნდები, რომლებიც 5/6-ჯერ მაღალ ხელფასს შესთავაზებენ ორივეს და მათ უარის თქმა გაუჭირდებათ.

ამიტომ დე ლაურენტისმა ხელფასები უნდა გაზარდოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს რთული იქნება. ალტერნატივა არის ისეთი ფეხბურთელების პოვნა, როგორებიც გასულ ზაფხულს დაიმატეს, თუმცა ყოველთვის ვერ იპოვი ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც შეგეფერება.

სპალეტის ჰქონდა გამბედაობა და იდეები. ფეხბურთში ასე იმარჯვებენ! ცხოვრებაში არ მინახავს აუტსაიდერის პოზიციიდან გუნდს მოეგოს და თან, ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთი ეთამაშოს“, - თქვა კასანომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108312