ძიუდო

21:53 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი: "ემოციების გადმოცემა რთულია, მოხარული ვარ, რომ ტიტული შევინარჩუნე"

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან მოხარულია, რომ ტიტული შეინარჩუნა, რადგან წითელ არშიას მხოლოდ 7 თვე ფლობდა.

„ემოციების გადმოცემა რთულია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონობას, მართლა ძალიან მაგარია, უფრო მაგარია ტიტულის დაცვა. 7 თვის წინ გავხდი პირველად მსოფლიოს ჩემპიონი და არ მქონდა იმის საშუალება, რომ ძალიან დიდხანს მქონოდა წითელი არშია. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ეს ტიტული ისევ მე დამრჩა“, - თქვა გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა.

საქართველოს ნაკრების აქტივში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია.

0.119175