ფეხბურთი

20:40 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ "სლოვანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ბრატისლავის „სლოვანმა“ გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას კონტრაქტები ერთი წლით გაუხანგრძლივა. როგორც სლოვაკური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივა კმოტრიკმა განაცხადა, ორივე ქართველი მომდევნო სეზონშიც „სლოვანში“ ითამაშებს.

„ელიტარული დუეტი, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მომავალ სეზონში ჩვენი ოჯახის ნაწილი იქნება. მათ დაამტკიცეს თავიანთი თამაშით, რომ ყოველ თამაშში ჩვენი საყრდენი იყვნენ და გულშემატკივრებიც ძალიან აფასებენ. ამიტომ, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი ჩვენთან თამაშს გააგრძელებს“, - თქვა კმოტრიკმა.

გურამ კაშია „სლოვანში“ 2021 წლიდან თამაშობს და ყველ ტურნირზე ჩატარებულ 80 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 35 წლის მცველს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, „ვიტესში“, „სან ხოსესა“ და „ლოკომოტივში“ აქვს ნათამაშები. ჯაბა კანკავაც სლოვაკურ კლუბს გურამთან ერთად შეუერთდა და მას შემდეგ 83 შეხვედრაში თავი 4 გოლით გამოიჩინა. კანკავას კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, „ალანიაში“, კიევის „არსენალში“, „დნიპროში“, „კრივბასში“, „რეიმსში“, „ტობოლსა“ და „ვალანსიენში“ აქვს ნათამაშები.

ქართველები შარშან სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ და მიმდინარე სეზონშიც ამ ტიტულთან ძალიან ახლოს არიან, ხოლო ორჯერ სლოვაკეთის თასის ფინალი წააგეს.

0.117237