ფეხბურთი

19:16 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცმა" გიორგი მიქაუტაძეს ფასი დაადო, მაგრამ მის შენარჩუნებასაც ეცდება

„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძეს ფასი დაადო. ფრანგულ კლუბში ძალიან კარგად იციან, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ.

ფრანგი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშე წერს, რომ „მეცი“ 22 წლის ქართველს 15 მილიონ ევროდ შეელევა, თუმცა, ფრანგები ლიგა 1-ში გადასვლის შემთხვევაში მაინც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის შეინარჩუნონ.

წყაროს თანახმად, ფრანგული და ინგლისური კლუბების მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს და თუ „მეცი“ ლიგა 2-ში დარჩება, ტრანსფერის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არც ისაა გამორიცხული, ფრანგები 12 მილიონს და ბონუსებსაც დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „ჯენოას“, „უდინეზეს, „ბარნლისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ დაუკავშირეს, მაგრამ ცხადია, რომ საქმეში ფრანგული კლუბებიც იქნებიან ჩართული. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 2-ში ჩატარებულ 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

0.098762