მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩს ერლინგ ჰოლანდის მამა ალფი ჰოლანდი VIP ლოჟიდან უყურებდა, მაგრამ იქიდან გააძევეს.
ჰოლანდის მამას მადრიდელ გულშემატკივრებთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელთაც ნორვეგიელმა უხამსი ჟესტიც კი უჩვენა. საქმეში სტადიონის დაცვა ჩაერია და ალფის ადგილი დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „სიტის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა, ერლინგ ჰოლანდის გაკონტროლება კი მადრიდელთა მცველებმა მოახერხეს.