ფეხბურთი

15:55 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "მეცში" აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა აპრილის თვის შედეგებით. ინფორმაციას ფრანგული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

გიორგის გამოკითხულთა ხმების 61% ერგო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა აპრილში 5 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

გიორგის, რომელიც 22 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია, 13 მაისს, „გრენობლთან“ მატჩის წინ დააჯილდოებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11033