ფეხბურთი

15:20 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო ფერარა: "კვარაცხელიას შევინარჩუნებდი, რადგან ჯერ ყველაფერი არ გვინახავს"

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მცველმა ჩირო ფერარამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ, მაგრამ ქართველს შეინარჩუნებდა, რადგან მას ჯერ ყველაფერი არ უჩვენებია.

„500 მილიონი კვარასთვის და ოსიმენისთვის? ამ თანხისთვის ორივეს ახალ კლუბში მე წავიყვანდი (იღიმის - რედ). ჩვენ 500 მილიონზე ვსაუბრობთ! ხუმრობის გარეშე კი, კვარას შევინარჩუნებდი. შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ, მაგრამ ჩემი აზრით, მას ზრდა კიდევ შეუძლია, ჯერ ყველაფერი არ გვინახავს. კვარას უახლოეს სამ წელიწადში „ოქროს ბურთის“ ტოპ სამეულში მოხვედრა შეუძლია? ეს კლუბზეცაა დამოკიდებული, მხოლოდ შიდა ჩემპიონატის მოგებით რთულად მისაღწევი იქნება“, - თქვა ფერარამ.

შეგახსენებთ, რომ ჩირო ფერარა ნეაპოლელია და „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტო ორჯერ, თითოჯერ კი იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო.

0.116737