კალათბურთი

14:51 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონი" ელიმინაციის ზღვარზეა, "ფილადელფია" ყველაფერის დასრულებას საკუთარ კედლებში ეცდება (+VIDEO)

TD Garden-ზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დღეს დილით შესანიშნავი სანახაობა იხილა. „ფილადელფია“ მთელი თამაში დომინირებდა და შესაძლოა ეს გარდამტეხიც გამოდგეს. ჟოელ ემბიდმა და კამპანიამ „ბოსტონ სელტიკსს“ მე-5 შეხვედრაში 12-ქულიანი სხვაობით 115:103 აჯობა და სერიაში ანგარიში 3:2 წაიყვანა.

„ფილას“ კონფერენციის ფინალში გასასვლელად ერთი მოგება აკლია და შესაძლოა ეს 2001 წლის შემდეგ პირველად საკუთარ დარბაზშივე გააკეთოს.

ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო მოახერხებდა თუ არა ჯოელ ემბიდი „სიქსერსის“ დახმარებას, რადგან მას მარჯვენა მუხლზე ტკივილი აწუხებდა, თუმცა რაც ამერიკელმა კალათბურთელმა გააკეთა, სრულიად განსაცვიფრებელი იყო.

მან ვერ შეძლო სერიის გახსნის მატჩში თამაში, მეორე შეხვედრაში კი 15 ქულით შეუერთდა გუნდს, მაგრამ ბოლო 3 მატჩია უკვე პარკეტს 30-ქულაზე ნაკლები შედეგით აღარ ტოვებს. დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ემბიიდი მთელი თავისი დიდებით, 33 ქულით, 7 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. მასზე შედეგიანი, მხოლოდ „ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელი ჯეისონ ტეიტუმი იყო. ემბიდმა 23-დან მხოლოდ 10 სროლა გამოიყენა, თუმცა მისი მოედანზე ყოფნა სხვა ასპექტებში იყო ბევრად მნიშვნელოვანი. მან 7-დან სამი სამქულიანი, 16-დან 7 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

„ფილადან“ ტაირის მაქსიც გამოირჩა, რომელსაც 30 ქულა ჰქონდა. გარდა ამისა თანაგუნდელის მსგავსად 7 მოხსნა და 3 პასი შეასრულა. ჯეიმსა ჰარდენმა კი 17 ქულით, 8 მოხსნით და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა.

დამარცხებულთაგან ტეიტუმმა ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა - 36 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. ჯელენ ბრაუნს კი 24 ქულა ჰქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „სელტიკსი“ ცუდი სტატისტიკით ისროდა. 31.6% სამქულიანი და 73.5% საჯარიმოები. ეს კი მათთვის წლის ყველაზე ცუდი შედეგი იყო .

ახლა „ფილადელფიაში“ თვლიან, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, რადგან იხსენებენ, რომ ზუსტად 12 თვის წინ, „ბოსტონ სელტიკსი“ იგივე მდგომარეობაში იყო. თუმცა, მათ ყველაფერი სათავისოდ დაატრიალეს.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 12 მაისს და სერიის მეექვსე შეხვედრას. „ბოსტონი“ ელიმინაციის ზღვარზეა, „ფილას“ კი ყველაფრის დასრულება საკუთარ კედლებში შეუძლია.

0.238886