ფეხბურთი

14:30 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი: "ოსიმენის ტრანსფერი ჩვენთვის დიდი რისკი იქნებოდა"

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა „ნაპოლის“ თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხა.

როგორც ვეტერანმა მეკარემ აღნიშნა, ეს გარიგება „ბაიერნისთვის“ ძალიან დიდი რისკი იქნებოდა.

„150 მილიონი ოსიმენის ფასი? როდესაც ასეთი ფასია, უნდა ვუპასუხოთ კითხვას: იძლევა თუ არა, ფეხბურთელი ამ თანხის გარანტიას? ეს აბსოლუტურად დიდი რისკი იქნებოდა“, - თქვა კანმა Bild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ბაიერნის“ გარდა, „მანჩესტერსა“ და „პარი სენ ჟერმენსთან“ უკავშირებენ, მაგრამ იტალიურმა მედიამ მასთან კონტრაქტის განახლების შესახებ მოლაპარაკებებზეც დაწერა. ნიგერიელს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს.

0.121444