ფეხბურთი

11:00 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "როცა უკეთესები ვიყავით მათ გაიტანეს, ხოლო როცა ისინი გვჯობდნენ, ჩვენ გავიტანეთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ერთი კვირის მერე ფინალი იქნება, „სიტის“ გულშემატკივრებთან ერთად.

„როდესაც ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მათ გოლი გაიტანეს, ხოლო როცა ისინი უკეთესად თამაშობდნენ, ჩვენ გავიტანეთ. დაძაბული, რთული მატჩი იყო, მაგრამ „ბერნაბეუზე“ ნახევარფინალი ასეთია. ხანდახან გვქონდა კარგი შანსები, თუმცა ზოგჯერ ადვილი არ იყო, რადგან „რეალი“ ბურთს კარგად ფლობდა. მომავალ ოთხშაბათს ფინალი გაიმართება ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად.

მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ მათ ბევრი პასი გააკეთეს მარცხენა ფლანგზე, მეტოქე კარგი იყო მოედნის ამ ნაწილში, თუმცა შემდეგ დე ბრუინის ძალისხმევით ფანტასტიკური გოლის გატანა მოვახერხეთ. მანჩესტერში ვნახავთ, რაში შეგვიძლია უკეთესად ვითამაშოთ. ჰოლანდს ცენტრალურ და ფლანგის მცველებს შორის მცირე სივრცე ჰქონდა, მას გაუჭირდა, მაგრამ კარგად მოძრაობდა და შანსები ჰქონდა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 17 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117787