ფეხბურთი

11:34 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ფეხბურთელი, რომელმაც პირველმა ითამაშა 5 მსოფლიოს ჩემპიონატზე

მექსიკის ნაკრების ყოფილი მეკარე ანტონიო კარბახალი გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო და სიცოცხლის ბოლო დღე მეხიკოში გაატარა.

კარბახალი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა 1950-1966 წლებში. მოგვიანებით კარბახალის ეს რეკორდი ლოთარ მათეუსმა, რაფაელ მარკესმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, ლიონელ მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, გილერმო ოჩოამ და ანდრეს გუარდადომ გაიმეორეს.

ანტონიო კარბახალმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 11 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა. მან კარიერის უმეტესი ნაწილი მექსიკურ „ლეონში“ გაატარა, ხოლო მექსიკის ნაკრების მაისურით 48-ჯერ ითამაშა.

0.113476