ფეხბურთი

0:09 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის "ტოტენჰემი" იწვევს, დე ლაურენტისისგან კი დარჩენის სანაცვლოდ გარანტიებს ითხოვს

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მომავალი ჯერ გაურკვეველია. იტალიელ სპეციალისტს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, დარჩება თუ არა გუნდში.

ლუჩანოსთან „ნაპოლიმ“ ავტომატურად კონტრაქტი ცალმხრივად გაახანგრძლივა, მაგრამ საბოლოო სიტყვა მასზეა. როგორც სპალეტიმ აღნიშნა, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ისაუბრებს.

ნეაპოლური მედია წერს, რომ სპალეტი პრეზიდენტისგან გარანტიებს ითხოვს, რომ მომდევნო სეზონშიც კონკურენტუნარიანი გუნდი ეყოლება. შესაბამისად, 64 წლის სპეციალისტის მოთხოვნა გარდა ტრანსფერებისა, შემადგენლობის შენარჩუნება იქნება.

ცნობილი გახდა, რომ სპალეტის სამი ინგლისური კლუბი იწვევს, ყველაზე მეტად კი „ტოტენჰემი“ აქტიურობს. სხვათა შორის, იტალიურ მედიაში გაიჟღერა სენსაციურმა ცნობამაც, რომ ლუჩანო შეიძლება „რომაში“ დაბრუნდეს და ჟოზე მოურინიო შეცვალოს.

სპალეტის მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ სურს მომავალზე საუბარი, ასე რომ, ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლის წვრთნის და გუნდს იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

0.114603