ფეხბურთი

20:38 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "ლეაუს თვისებები ვიცით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ითამაშებს თუ არა"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, იციან თამაშის მნიშვნელობა, მაგრამ მშვიდადაა, რადგან მისი ფეხბურთელები ძალიან კონცენტრირებული არიან.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმაგი მატჩია. ვიცით, ეს მატჩები რას ნიშნავს, თუმცა საკმაოდ მშვიდად ვარ, რადგან დავინახე ბიჭები ძალიან კონცენტრირებულები არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ გულით ვითამაშებთ, მაგრამ გონებაც დაგვჭირდება, რადგან მატჩი 180 წუთზე მეტ ხანსაც შეიძლება გაგრძელდეს.

20 თვეში 7 დერბი ვითამაშეთ, მოვიგეთ და წავაგეთ, მაგრამ ვიცით, რომ ყოველ თამაშს თავისი ისტორია აქვს. თავდამსხმელებთან მიმართება ყოველთვის მშვიდად ვიყავი. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვნერვიულობ, თუ ფორვარდებს საგოლე მომენტები არ აქვთ. ყველამ გაიტანა, ლუკაკუმ, კორეამ, ლაუტარომ და ჯეკომ, მათ ასე უნდა გააგრძელონ.

შემიძლია არჩევანის გაკეთება ნახევარდაცვასა და შეტევაში, მაგრამ ფლანგებზე როტაციაში შეზღუდული ვარ, რადგან გოსენსს ტრავმა აქვს. იმედი გვაქვს, რომ დ’ამბრიზიო გამოჯანმრთელდება. ლეაუს თვისებები ყველამ ვიცით, ის შეიძლება იყოს მოედანზე ან არ იყოს, მივიღებთ გარკვეულ ზომებს, მაგრამ ეს ჩვენს გეგმაზე არ იმოქმედებს. „მილანი“ ძალიან, ტექნიკური და ხარისხიანი გუნდია. ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ, სადაც ევროპის ორი გამორჩეული გუნდი გვყავდა მეტოქედ, არც „პორტუს“ და „ბენფიკას“ დამარცხება იყო ადვილი, ამან ბიჭებს თავდაჯერება შემატა. ახლა ფინალამდე ერთი დაბრკოლება დაგვრჩა“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2003 წელს, ხოლო მეოთხედფინალში 2005 წელს დაამარცხა. ეს მათი მესამე დაპირისპირდება იქნება ევროთასების ეგიდით.

0.116292