„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, რაფაელ ლეაუ თუ კარგად იქნება, ითამაშებს თუ არადა, სათადარიგო სკამზეც არ მოხვდება. პიოლი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
„ლეაუ თუ კარგად იქნება, განაცხადში მოხვდება და ითამაშებს. მისი მოედანზე ყოფნა დამოკიდებულება იქნება საქმის ინტენსივობაზე, მისი თვისებებიდან გამომდინარე, რომ ითამაშოს, 100%-ით უნდა იყოს მზად. ან თამაშს მოახერხებს, ან სკამზეც კი არ იქნება.
იმედი მაქვს, საუკეთესო შემადგენლობის მოედანზე გაყვანის შესაძლებლობა მექნება. რა თქმა უნდა, რაფას უნიკალური თვისებები აქვს, მაგრამ თუ არ გამოვიდა, სხვა თვისებებით ვითამაშებთ. ამაღამ დასაძინებლად მშვიდად მივდივარ. რაფა და ექიმი შემატყობინებენ ფეხბურთელის მდგომარეობას. რთული, მაგრამ ასევე მშვენიერი თამაში გველოდება, ხვალ მხოლოდ პირველი მატჩია, თუმცა, ეს თამაში 180 წუთი გაგრძელდება.
„ინტერი“ სხვებისთვის ფავორიტია, მაგრამ ჩვენთვის არა, „ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ დავამარცხეთ, ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი გაგდება შეგვიძლია. ველოდებით ენერგიით სავსე „სან სიროს“, ვეცდებით ეს ენერგია მინდორზე გადავიტანოთ პირველიდან ბოლო წუთამდე“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2003 წელს, ხოლო მეოთხედფინალში 2005 წელს დაამარცხა. ეს მათი მესამე დაპირისპირდება იქნება ევროთასების ეგიდით.