ფეხბურთი

17:24 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" მზადაა მამარდაშვილი 25 მილიონად გაყიდოს, მაგრამ დამატებითი პუნქტით

„ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის გასაყიდად ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

გიორგის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა, მაგრამ ნათელია, რომ ამ ფასში მას არავინ შეიძენს, ხოლო Plaza Deportiva წერს, რომ ვალენსიელები მზად არიან 22 წლის კიპერს 25 მილიონ ევროდ შეელიონ. ოღონდ, სურთ მომდევნო ტრანსფერიდან მოგება ნახონ.

კონკრეტულად კი, როდესაც მამარდაშვილი ახალ კლუბში გადავა და შემდეგ იმ გუნდსაც დატოვებს, ესპანელებს სურთ, რომ გარკვეული თანხა იმ ტრანსფერიდანაც მიიღონ. „ლოს ჩესთვის“ მამარდაშვილი ერთ-ერთ მთავარი აქტივია. ცნობილია, რომ მისი აგენტი, ლევან სეთურიძე მოლაპარაკებებს პრემიერლიგის კლუბებთან აწარმოებდა. ზოგადად, გიორგით რამდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და გასული სეზონის მეორე ნახევრიდან ძირითად მეკარედ იქცა.

0.110398