„მილანის“ მცველმა დავიდე კალაბრიამ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში მისთვის სტიმული იყო.
როგორც კალაბრიამ აღნიშნა, ხვიჩასნაირი ფეხბურთელები მსოფლიოში ძალიან ცოტანი არიან და ერთი-ერთზე ის ფანტასტიკურია.
„კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც „ნაპოლიში“ გადასვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპფეხბურთელია. მათ ფანტასტიკური სეზონი ჰქონდათ და ჩემპიონობას იმსახურებდნენ. უბრალოდ, უნდა მივულოცოთ. კვარაცხელია ერთი-ერთზე გასაოცარია, მსგავსი მოთამაშე ძალიან ცოტაა. მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის სტიმული და სასიამოვნო იყო“, - თქვა კალაბრიამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა.