ძიუდო

14:33 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გამოეთიშა. ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა პირველივე შეხვედრა წააგო.

შავდათუაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს გაეჯიბრა და ვაზარით მარცხი განიცადა, შესაბამისად, უმედლოდ დარჩა.

დღესვე, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ჩინელ ქი ცაის ვაზარით მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ფრანგ სარა ლეონ სისიკეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

0.122554