ჭადრაკი

13:39 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიძე ბერლინის ტურნირზე იასპარეზებს

ბერლინში, დაიწყო ’World Chess’-ის მიერ ორგანიზებული,

მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალებით დაკომპლექტებული არმაგედონ-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

მსოფლიოს 8 წამყვანი ქალი ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრება. მონაწილეთა შორისაა, ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.

თითოეული მატჩი 2 პარტიისგან შედგება; დროის კონტროლი: 3 წუთი+2 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

ნანა ძაგნიძე დღეს, 9 მაისს იასპარეზებს და მისი მეტოქე ბიბისარა ასუბაევა გახლავთ.

თამაშები თბილისის დროით 21:00ზე დაიწყება.

მონაწილეთა სია:

1.ბიბისარა ასუბაევა (ყაზახეთი; 2461)

2.ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2453)

3.კონერუ ჰამპი (ინდოეთი;2448)

4.ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2416)

5.სარა ხადემი (ირანი; 2417)

6.გუნაი მამაზადა (აზერბაიჯანი; 2408)

7.ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი; 2382)

8.ელიზაბეტ პეტცი (გერმანია; 2342)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

0.116892