11:53 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: „მბაპე ამჟამად მესიზე უკეთესია“

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, პსჟ-ის თავდამსხმელები, ლიონელ მესი და კილიან მბაპე შეადარა.

„მესი იმას აკეთებს, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში აკეთებდა. ის ფანტასტიკურია. მაგრამ ამჟამად მბაპე უკეთესია. ის ძლიერია, სწრაფი, გოლები მაშინაც კი გააქვს, როცა ვერავის წარმოუდგენია.“ - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Marca.

მესიმ Laureus-ის წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მოიგო. არგენტინელმა დიდვარსკვლავმა კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მბაპეს და ესპანელ ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს გაუსწრო.

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.108733