ფეხბურთი

2:05 | 9.05.2023 | ნანახია NaN - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "სიტი" ახლა უფრო სრულყოფილი გუნდია, ვიდრე შარშან იყო"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მეტოქე შარშანდელზე ძლიერი და სრულყოფილი გუნდია, მაგრამ ეცდებიან, რომ მათი შეჩერება მოახერხონ.

„მოგება გვინდა, მაგრამ კარგად თამაშიც, რადგან მთავარი არა მხოლოდ შედეგი, არამედ ისიც არის, როგორ თამაშობ და პრობლემების თავიდან აცილებას ახერხებ თუ არა. მოდრიჩი კარგადაა, თამაში შეუძლია, უფრო სწორად, ის ითამაშებს.

ჰოლანდი ძალიან სახიფათოა, მაგრამ არა მარტო ის, არამედ მთლიანად „სიტი“, რომელიც სრულყოფილი გუნდია. ეს არის გუნდი, რომელიც ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. ვმუშაობთ საიმისოდ, რომ შევაჩეროთ გუნდი, რომელიც შეუჩერებელი ჩანს. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. კარგ ფორმაში ვართ, გასული სეზონის დონეზე.

„სიტი“ შარშანდელთან შედარებით უფრო სრულყოფილი გუნდია. გაბრიელ ჟეზუში ჰყავდათ, რომელიც ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ჰოლანდისგან განსხვავებული სტილის მოთამაშე. ახლა მათ გრძელი პასების გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ სათამაშო სტილი იგივე აქვთ. შარშანდელ მატჩებთან შედარებით ერთადერთი, რაც იცვლება, ისაა, რომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ის გაიმარჯვებს, ვინც უფრო ძლიერი იქნება და თავის თვისებებს უკეთ გამოიყენებს.

ვინისიუსი და როდრიგო? მათი პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია ამ გუნდის მომავლისთვის, ასევე დღევანდელი თამაშისთვისაც“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ გასულ სეზონში ნახევარფინალში დაამარცხა. ესპანელებმა ინგლისური გუნდი ამ ეტაპიდან 2015-2016 წლების სეზონშიც გააგდეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 28.10.2021
lagashi (6738)

ახლა ნაკრებში ისეთი სიტუაციაა კონკურენციის თვალსაზრისით, რომ რომელიმე ძიუდოისტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა რომ მოინდომოს შეიძლება არც არაფერი დააკლდეს ნაკრებს... როგორც ფეხბურთში ბრაზილიაა მოდებული მთელს მსოფლიოს, ისე უნდა მოვედოთ ძიუდოში

14:32 | 26.10.2021
KoRBeN DaLLaS (24848)

წლევანდელი გეგმა ჰაი-ჰაი რომ შესრულებულიც არის და გადასრულებულიც )) ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა !!!
ისე, მგონი ძალიან გადაახალისეს ჩვენი შემადგენლობა და ბექაურის გარდა კიდევ ბევრი არ იჭიდავეს. გოგოები საერთოდ არ მიდიანო, სადღაც წავიკითხე.

10:13 | 27.10.2021
fidofido (3392)

ეთოს გარდა გოგოები გინდა ტატამზე გასულან გინდა კუხნაში ისე კუხნაში ერთ-ორ ჭიქას მაინც წააქცევნენ ტატამზე რაუნდა აკეთონ

09:48 | 27.10.2021
choloka (934)

დღეს ხომ იცი რა სიტუაციაა საქართველოში ან ყველა მღერის ან ყველა ჭიდაობს,ღმერთის წყალობით ბევრი გვყავს კარგი ახალგაზრდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065177