ფეხბურთი

23:15 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს "იუვენტუსთან" შეთანხმება მიღწეული აქვს

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის „იუვენტუსში“ გადასვლის შანსი გაიზარდა.

La Repubblica იტყობინება, ჯუნტოლი უკვე შეხვდა ტურინული კლუბის ბოსებს და მათთან შეთანხმებასაც მიაღწია. ნეაპოლელთა მენეჯერი თანახმაა, რომ კონტრაქტი, რომელიც 2024 წლამდეა ძალაში, გაწყვიტოს და 2 მილიონი ევროს ხელფასზეც უარი თქვას.

ტურინელები მას გაცილებით სარფიან წინადადებას და 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. საბოლოო სიტყვა აურელიო დე ლაურენტისზეა, რომელმაც ჯუნტოლის წასვლას მწვანე შუქი უნდა აუნთოს.

იტალიური მედია კი წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი ჯუნტოლის არ შეაკავებს და კლუბიდან წასვლის უფლებას მისცემს. მას მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავს - „ემპოლის“ სპორტული დირექტორი პიეტრო აკარდი.

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლიმ გადაიბირა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია, ის „აძურის“ რიგებში 2015 წლიდან მუშაობს.

0.118574