ავსტრალიელმა მაიკლ მეტიუზმა ჯირო დ’იტალიას მესამე ეტაპი მოიგო, საერთო ჩათვლაში კი ლიდერობას კვლავ ბელგიელი რემკო ევენეპოელი ინარჩუნებს. მეტიუზისთვის ეს 2015 წლის შემდეგ, ჯიროზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. საფინიშო სპურტში მან დანიელ მადს პედერსენს აჯობა.
„გუნდმა მთელი დღე თავდაუზოგავად იმუშავა ჩემი გამარჯვებისთვის. ჩემი ემოციების გადმოსაცემად, სიტყვებს ვერ ვპოულობ. აქ გამარჯვებაზე ალბათ ოცნებაც არ შემეძლო“, - განაცხადა „ჯეიკო-ალულას“ ველომრბოლმა, ვინც პედერსენს (ტრეკ-სეგაფრედო) ფინიშთან სანტიმეტრებით მიასწრო. მესამე ადგილზე კი ავსტრალიელი კეიდენ გროვსი (ალპესინ-დესონინკი) გავიდა.
ევენეპოელმა თავისი ლიდერობა სამი წამით გაზარდა, რომლებიც შუალედურ ფინიშზე, ბონუსების სახით მიიღო. მეორე ადგილზე პორტუგალიელმა ჟოაუ ალმეიდამ გადაინაცვლა. მესამეზე გადავიდა სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი, რომელმაც ასევე ბონუს ქამები მოიპოვა.
მეოთხე ეტაპზე ველომრბოლებს ორი გრძელი და ერთი მკვეთრი აღმართი ელით, ფინში კი ისევ სწორ გზაზეა.