ფეხბურთი

18:48 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"თელავის" მწვრთნელად გიორგი მიქაძე დაინიშნა

„თელავის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი მიქაძე დაინიშნა. ინფორმაცია კახურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მიქაძის თანაშემწეებად კვლავ სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მის სამწვრთნელო შტაბში მეკარეებს ისევ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს.

43 წლის სპეციალისტი ბოლოს წყალტუბოს „სამგურალს“ ავარჯიშებდა, მას ასევე უმუშავია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში, „მერანსა“ და „სამტრედიაში“, ხოლო ორი წლის წინ „თელავის“ თავკაციც იყო. მან ვარდარ მინასიანი შეცვალა.

აქვე გეტყვით, რომ „თელავი“ სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ 7 ქულით მერვე-მეცხრე ადგილებს „სამტრედიასთან“ ერთად იყოფს.

0.127424